სამინისტრო აგრძელებს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის ხელშეწყობას და პროგრამაში „ქართული ჩაის“ ცვლილებებს ახორციელებს

ჩაის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა. პროგრამაში „ქართული ჩაი“ ცვლილებით სარეაბილიტაციო ფართობის მოცულობა 5 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე შემცირდა და მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, 50%-იანი თანადაფინანსებით შეისყიდონ ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკა.

პროგრამის „ქართული ჩაი“ ბენეფიციარს (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) დაუფინანსდება - ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%, მაგრამ არაუმეტეს 2,500 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3,000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით. 

პროგრამის ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ი ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 3ჰა და  300 ჰა; 

„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში შესული ცვლილებებით მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, 50%-იანი თანადაფინანსებით შეისყიდონ არაუმეტეს 500 ლარის ღირებულების ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკა.

საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად კი, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...