სამინისტრო აგრძელებს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის ხელშეწყობას და პროგრამაში „ქართული ჩაის“ ცვლილებებს ახორციელებს

ჩაის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა. პროგრამაში „ქართული ჩაი“ ცვლილებით სარეაბილიტაციო ფართობის მოცულობა 5 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე შემცირდა და მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, 50%-იანი თანადაფინანსებით შეისყიდონ ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკა.

პროგრამის „ქართული ჩაი“ ბენეფიციარს (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) დაუფინანსდება - ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%, მაგრამ არაუმეტეს 2,500 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3,000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით. 

პროგრამის ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ი ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 3ჰა და  300 ჰა; 

„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში შესული ცვლილებებით მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, 50%-იანი თანადაფინანსებით შეისყიდონ არაუმეტეს 500 ლარის ღირებულების ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკა.

საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად კი, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს სამუშაო ფორმატში შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს სამუშაო ფორმატში შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება ექსტენციის სამსახურების მუშაობის ეფექტიანობაზე...
სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს  მონიტორინგს

სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის...