ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა
პროექტის დანერგე მომავალი ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში შპს ქართული ხილის კომპანიამ ვაშლის ბაღი გააშენა.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შპს ქართული ხილის კომპანიის მიერ 10 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერა. აღნიშნული კომპანია პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და ნერგების შეძენისათვის 100 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.პროექტის დანერგე მომავალი ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 492 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 382 147 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ხეხილის ბაღები 55 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველოში - ბიზნესის ფარგლებში, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.