ერთიანი აგროპროექტის პრეზენტაცია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ერთიანი აგროპროექტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ერთიანი აგროპროექტის პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ წარადგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, სააგენტო არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანიც სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხელშეწყობაა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე - შეღავათიანი აგროკრედიტი, საწარმოთა თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, დანერგე მომავალი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხული სამუშაოების ხელშეწყობა, ქართული ჩაი. თითოეული პროექტი შემუშავებულია სამინისტროს მიერ დარგის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტარტეგიის გათვალისწინებით. პროექტების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 1,000,000-მდე ადამიანთან ჰქონდა ინტერაქცია. დაინტერესებულ მოსარგებლეს საშუალება აქვს შექმნას პირველადი და გადამამუშაველი აგროსაწარმო და დანერგოს აგროსტანდარტი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მოსახლეობასთან კომუნიკაცია გახდა მრავალმხრივი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდის, დაინტერესებული მოსარგებლისთვის საჭირო/შესაბამისი პროექტის/პროექტების ამოცნობის გასამარტივებლად, ერთიანი სტრატეგიის წარმოჩენისა და სწორი პოზიციონირებისთვის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის - ერთიანი აგროპროექტის ქვეშ ერთიანდება.გაწეული საქმიანობის შეფასების საფუძველზე, პროექტები მუდმივად იხვეწება და მიმართულებათა რაოდენობა იზრდება. საჭიროების გათვალისწინებით ხორციელდება ცვილებები როგორც საკანონმდებლო, ასევე დაფინანსების მიმართულებით. დაფინანსებულ საწარმოებში ინერგება HACCP და ISO22000:2005 სტანდარტები; მიმდინარეობს მუშაობა Global G.A.P. სტანდარტის დანერგვაზე. ჩამოყალიბდა კომპეტენციის ცენტრი, ჩატარდა კვლევა აგრარული დარგის მიმართულებით საჭიროებების გამოსავლენად; დაიწყო სასწავლო კურსები პროექტებით მოსარგებლეთათვის; იგეგმება თანამშრომლობა საერთაშორისო ფონდებთან, ასევე სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საწარმოებში სასწავლო ტურები დაინტერესული სტუდენტებისთვის. შეიქმნა ერთიანი სივრცე მოსახლეობასთან კომუნიკაციის გამარტივების და გაუმჯობესების მიზნით და ამოქმედდა ცხელი ხაზის ახალი ნომერი 1501. დღეის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორცილებული პროექტების ფარგლებში: გაცემულია 26 300 სესხი, მათ შორის, 24,426 სესხი, საერთო თანხით 693,960,821 ლარი და 1,874 სესხი, საერთო თანხით, 202,557,257 აშშ დოლარი; შეიქმნა 150 ახალი აგროსაწარმო; გაფართოვდა/გადაიარაღდა 700 პირველადი და გადამამუშავებელი აგროსაწარმო; დაეზღვა 200 000 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი; ყოველწლიურად დახმარება 700 000 - ზე მეტ მცირემიწიან ფერმერს გადაეცემა და მათ საკუთრებაში არსებული 200 ათას ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება;