თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების, მათ შორის,  ტრადიციული პროდუქტის დამბალხაჭოს წარმოებას. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  „ყვარის მთა“  სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში,  რძის გადამმუშავებელ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა  დანერგა,  სახელმწიფო თანადაფინანსებამ  90 % პროცენტი, 13,500 ლარი შეადგინა. 

რძის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს  სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე და თიანეთის მერი ლევან წიკლაური გაეცნენ. 

„სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტს, მათ შორის, ერთ-ერთი საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობაა. ამ მიზნით ხორციელდება ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების დანერგვა“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ. 

თიანეთის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით მოქმედი პროექტები  მოტივაციაა  ადგილობრივი მოსახლეობისათვის, თავადაც  ჩაერთონ პროგრამებში და მიიღონ დაფინანსება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან საქმიანობს, 19 მეპაიეს აერთიანებს.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 235,000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები და  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა; კოოპერატივმა 302 ჰა  სათიბ-საძოვარი  25 წლიანი იჯარის უფლებით მიიღო. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...