სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პლასტმასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში,  კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,  სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია. 

სოფლის განვითარების სააგენტოს  დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში” კოორდინატორმა გიორგი ციმინტიამ ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერეს. 

„სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა, სადაც შესაძლებელია 100 ტონამდე პლასტმასისა და მაკულატურის გადამუშავება. კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისგან იბარებს  მაკულატურას და  პლასტმასის  მეორად ბოთლებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ეს პირველი საწარმოა, ამ მიმართულებით, სადაც 10-მდე ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირეტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა.

როგორც გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორმა გიორგი ციმინტიამ აღნიშნა, ევროკავშირი და გაერო უკვე მრავალი წელია სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი. განსაკუთრებით მნიშვანელოვანია მსგავსი ტიპის პროექტეის მხარადაჭერა, რადგან, ხდება გარემოზე უარყოფითი შედეგების შემცირება”, - განაცხადა გიორგი ციმინტიამ.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში განხორცილდა.

„სოფლის განვითარების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტომ,  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში განახორციელა.  

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების...
სოფლის განვითარების სააგენტომ  აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის  ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით...