რაჭაში პროგრამის „დანერგე მომავლი” ფარგლებში 7 ჰა. კაკლის ბაღები გაშენდება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივი ველიშიორი სახელმწიფო პროგრამაში დანერგე მომავალი 2016წლის 1 თებერვალს ჩაერთო და 7 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის დასარწყავი სისტემის მოწყობისთვის 29,389.00 ლარი სახელმწიფო დაფინანსებამიიღო.
კოოპერატივის მიერ კაკლის ბაღის გაშენების პროცესს სოფლის მეურნეობისპროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის დანერგე მომავალი მენეჯერილევან დოლიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პარმენმარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთანერთად, ადგილზე გაეცნო.ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის,მთელი საქართველოს მასშტაბით, გასაშენებელი ფართობი, დღეის მონაცემებით,1296 ჰა-ს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,5 მილიონ ლარსაღემატება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობისპროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის დანერგე მომავალიგანხორციელება 2015 წლიდან დაიწყო და მისი მიზანია სასოფლო-სამეურნეომიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა,მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.პროგრამის დანერგე მომავალი ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსებისმოცულობა, ბაღის გაშენების შემთხვევაში,
ნერგების ღირებულების 70%-ს,წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს დასანერგე მეურნეობის შემთხვევაში, მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -სშეადგენს.
პროექტის დანერგე მომავალი ფარგლებში 2016 წელს დაგეგმილია 1,000 - 1,200ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 - 40 ახალი, თანამედროვე სანერგემეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზეიმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტოპოტენციალის ზრდის პროცესს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდანახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიანგანვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელსშეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას,მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათისუვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.