თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ ISO სერთიფიკატი მიიღო

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს ჯეოდემო შეიქმნა 2015 წელს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ფინანასური დახმარების პროგრამის ხელშეწყობით. კომპანია ყიდულობს თხილს 2000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერისგან, ყავს დასაქმებული 90 ადამიანი და წლიურად აწარმოებს 550 ტ. დაკალიბრებული თხილის გულს, რაც 100%-ით არის განკუთვნილი საექსპორტო ბაზრისთვის. 2016 წლის ოქტომბერში, ბრიტანულმა კომპანიამ Lloyds Register Assurance Quality შპს ჯეოდემოს მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი. ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% - USAID/REAP, 30% - სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას. მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს ჯეოდემო შეძლებს გაყიდოს პროდუქცია მინიმუმ 20 ცენტით (ცენტი/კგ) უფრო მაღალ ფასად და დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან.USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო დამატებით 11 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთის რეგიონში  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის  დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

იმერეთის რეგიონში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის...
ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად...