ი/მ აბას მუსაევი - სასათბურე მეურნეობა
ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებული ი/მ აბას მუსაევის ახალი სასათბურე მეურნეობა ფუნქციონირებს. საწარმოს შესაქმნელად ფერმერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტით ,,შეღავათიანი აგროკრედიტი" ისარგებლა. საწარმო 2014 წელს გაიხსნა, საწარმოში წელიწადის განმავლობაში საშუალოდ 15-18 ადამიანია დასაქმებული. სასათბურე მეურნეობაში წელიწადში დაახლოებით 200 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება, თუმცა გარკვეული ნაწილი ექსპორტზეც გადის.