ფერმერმა მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი მიიღო
ფერმერმა ტერენტი კვარაცხელიამ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებით მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი აიღო.
ფერმერს თხილის ბაღი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში აქვს გაშენებული.
პროგრამის ფარგლებში, 90,000-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო დახმარება, ხოლო სახელმწიფო სუბსიდია 20 მლნ ლარს აჭარბებს.