სოფლად ბიზნეს საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდებისთვის განხორციელდა პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“.

პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და განახორციელა სოფლის განვითარების სააგენტომ, დონორი ორგანიზაციის, დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA), დაფინანსებით.

პროგრამა ითვალისწინებდა  ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას სამ ეტაპად:

  • თანადაფინანსების მიღებამდე ტექნიკური დახმარება;
  • თანადაფინანსება - ფინანსური დახმარება;
  • თანადაფინანსების შემდგომი ტექნიკური დახმარება.

პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 243 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 244 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 24,841,335 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 9,643,437 ლარი.

მონაცემები