პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ანაზღაურების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი;
  • ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ
  • შესასყიდი მომსახურების/საქონლის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე ან ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 
    • მხარეთა რეკვიზიტები; 
    • მიწოდების ვადა;
    • ღირებულება ეროვნულ ვალუტაში.
  • სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეესტრში არსებული პირის (რომელსაც აქვს I, II, III ან IV კატეგორია) საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული  შემნახველი სამაცივრე მეურნეობის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება და ბაღ(ებ)ის არსებობის დამადასტურებელი სურათები და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    • დასაფინანსებელი მაცივრ(ებ)ის ჯამური ტევადობის შესახებ (კამერების მიხედვით);
    • პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღ(ებ)ის არსებობის შესახებ. 
  • სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ანდა სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირის  საექსპერტო დასკვნა შემნახველი საწარმოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესახებ;
  • მიწის ნაკვეთის კოოპერატივის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან), სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა; 
  • სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა დასაფინანსებელი მაცივრ(ებ)ის ტექნიკური პარამეტრებისა და დაგეგმილი კულტურების შენახვის სპეციფიკის ურთიერთშესაბამისობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს საწარმოს მოცულობას/დაგეგმილი კულტურების ერთჯერადად შენახვის ტონაჟობას და  თანდართული უნდა ქონდეს სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში“ წარდგენილი დოკუმენტაცია; 
  • მშენებლობის ნებართვა (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
  • პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა/ხელშეკრულება საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი მოცულობის სესხის/ლიზინგის დამტკიცების შესახებ ან/და თანამონაწილეობის ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში.

სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების...