ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები და პირობები
პროგრამის პოტენციური ბენეფიციარს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში ერთ მუნიციპალიტეტში გაშენებული უნდა ჰქონდეს ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივის არანაკლებ ხუთ მეპაიეს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში ერთ მუნიციპალიტეტში გაშენებული ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღი.
პოტენციურ ბენეფიციარის ან/და მისი არანაკლებ ხუთი მეპაიის საკუთრებაში არსებული ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღები, რომლებიც გაშენებულია სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში, ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 ჰა-ს.
მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა, უნდა იყოს რეგისტრირებული პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში.
სააგენტოს მიერ უნდა დასტურდებოდეს პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღ(ებ)ის არსებობა.