პროგრამის პირობები და სუბსიდიის მოცულობა
პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია გაიცემა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად, სუბსიდია განისაზღვრება შემდეგი პირობებით:
- თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად გააჩნია არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა-ს ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს, თხილის ბაღ(ებ)ის თითოეულ ასეთ ბენეფიციარზე;
- თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა-ს ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს., ჯამურად ასეთ ბენეფიციარებზე;
- იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარ(ებ)ს თხილის ბაღ(ებ)ი გააჩნია, როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტორბივ თანამფლობელობაში , სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებაში და თანასაკუთრებაში და ფაქტობრივ თანამფლობელობაში არსებული თხილის ბაღ(ებ)ის ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ - ცალკე პროგრამის პირობებით გათვალისწინებული ოდენობით;
- თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში არსებული თხილის ბაღ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე ან/და თანამოსარგებლეზე ან/და ფაქტობრივ თანამფლობელზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების ან/და თანამოსარგებლის ან/და ფაქტობრივი თანამფლობელის სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია ან ყველა თანამესაკუთრის ან/და ან/და თანამოსარგებლის ან/და ფაქტობრივი თანამფლობელის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე ან/და თანამოსარგებლე ან/და ფაქტობრივი თანამფლობელი და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების ან/და თანამოსარგებლეების ან/და ფაქტიური თანამფლობელების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.
თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაცია ან რეგისტრაციის მონაცემები, გავლენას ვერ იქონიებს უძრავ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების აღიარებაზე ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, ასევე საკუთრების ან სხვა მართლზომიერი უფლების წარმოშობაზე.
ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო. შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მიერ 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არ იქნება გამოყენებული "თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში დარიცხული სუბსიდიის ქულები, ავტომატურად მოხდება ანგარიშზე არსებული აუთვისებელი თანხის/ქულების ანულირება.