პროგრამა მიზნად ისახავდა საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაციას საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვას სტიმულირების გზით. პროგრამა განხორციელდა ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

პროგრამის ფარგლებში 2022 წლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 100 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 100 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 2,043,132 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 1,838,334 ლარი.