პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ქვეკომპონენტი სასურსათო და ენერგო ეფექტური მრეწველობის დაფინანსებისათვის

 

1.  ქვეკომპონენტის ფარგლებში ლიზინგის მიღების მსურველი მიმართავს ლიზინგის გამცემს. ლიზინგის გამცემი, ამ პროგრამითა და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, სალიზინგო პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას აწვდის სააგენტოს, რომელიც ადასტურებს ან მოტივირებულ უარს აცხადებს სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებაზე.

2.  ქვეკომპონენტის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ ერთ მონაწილეზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,500,000 ლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000  ლარს. ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური ლიზინგი, რომლის დროსაც ხდება ერთ მონაწილეზე ერთსა და იმავე დარგში რამდენიმე სალიზინგო პროექტის გაცემა, თუკი ლიზინგის პროექტების ღირებულებათა ჯამური მოცულობა არ აღემატება 10,000,000 ლარს.

3.  ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო დააფინანსებს  გაცემული ლიზინგის არა უმეტეს 36 თვის პროცენტის წლიური 12%-ის ოდენობით, სააგენტოსა და ლიზინგის მიმღებს შორის შეთანხმების გაფორმებიდან არა უმეტეს 38 თვის განმავლობაში.

4.  ლიზინგის გამცემის მიერ სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%.

5.  სააგენტო ლიზინგის გამცემის მიერ ბენეფიციარისთვის დადგენილ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ლიზინგის გამცემისთვის გადარიცხვით, შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

6.  ლიზინგის გამცემის მიერ ერთ ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის საგნის ღირებულების მოცულობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ ქვეკომპონენტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ ღირებულების მთლიანი მოცულობა აღემატება ამ ქვეკომპონენტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული, გადაწყვეტილებით დგინდება ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიურისაპროცენტო განაკვეთის მოცულობა.

7.  მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემის მიერ ბენეფიციარისთვის გასაცემი ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.

8.  ქვეკომპონენტის ფარგლებში ლიზინგ(ებ) გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება:

.) ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მწვანილისა და სოკოს სასათბურე მეურნეობა;

.) მესაქონლეობის ფერმა (მერძეული-მეხორცული);

.) მეღორეობის ფერმა;

.) მეფრინველეობის ფაბრიკა (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე);

.) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

.) თევზის წარმოება;

.) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;

) სასოფლოსამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება:

.) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, სოკოს, ციტრუსის გადამუშავება;

.) კაკლის, თხილის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

.) მატყლის, ტყავის გადამუშავება;

.) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;

. ) ხორცისა და რძის გადამუშავება;

.) მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;

.) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

.) სასაკლაოს მოწყობა;

.) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;

.) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება;

.) პურისა და პურპროდუქტების წარმოება;

.) მაკარონის ნაწარმის წარმოება;

.) ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება (ამ მიზნობრიობით ლიზინგის გაცემა 2020 წლის 31 ივლის დასრულდა);

) ინფრასტრუქტურული საწარმოების დაფინანსება:

.) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

.) მარცვლეულის საშრობები;

.) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები;

) ქვეკომპონენტის ფარგლებში მიღებული ლიზინგ(ებ)ით შესაძლებელია, დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:

.) არსებული შენობების რემონტი და მოწყობა;

.) ახალი შენობების აშენება და მოწყობა;

.) ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკისა და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, სარწყავი სისტემების, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარებისა და სხვა შეძენა, მონტაჟი;

.) წყლის, ელენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროებსადა კანალიზაციაზე მიერთება;

.) სამეურნეო ობიექტების შემოღობვა, დაცვის სისტემების მოწყობა;

.) შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნებისა და შენახვის სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი;

.) საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკისა და მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლისა და სხვა) შეძენა;

.) სანაშენე და მაღალპროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის, თევზის, ძვირფასბეწვიანი ცხოველების შეძენა;

.) თევზის ავზებისა და ტბორების აშენება და მოწყობა.

. ენერგოეფექტური საწარმოები:

.) ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება;

.) ენერგოეფექტური ღუმელის საწვავის მწარმოებელი საწარმოები.

) განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი, მოწყობა;

ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა.

9.            ქვეკომპონენტის ფარგლებში მიღებული ლიზინგ(ებ)ით დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:

) მიწის შეძენა;

) არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სათბურებისა და სხვ. შეძენა;

) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე მისაბმელების

(გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შეტანისა და სხვა) შეძენა, რემონტი;

სატრანსპორტო, მფრინავი (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატისა (აგროდრონი) შესხურების ფუნქციით და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატისა (აგროდრონი) აგრონომიული დანიშნულების სკანირების განხორციელებისთვის) და მცურავი საშუალებების შეძენა, რემონტი;

) მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა.

10.          ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

) საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სანიტარიულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;

) საწარმოს შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას უნდა ჰქონდეს ესთეტიკური გარეგანი სახე.

11. ლიზინგის გამცემთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

) ლიზინგის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულების 0.1%-;

) ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 2%-. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ ლიზინგის ღირებულების მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდის შემთხვევაში, წინსწრებით გადახდის საკომისიო და/ან ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს წინსწრებით გადახდილი თანხის 1%-;

) პროგრამის მონაწილე  ვალდებულია, ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვამდე 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს ლიზინგის გამცემს ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ;

) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ, ვადაგადაცილებულ სალიზინგო საზღაურზე დაარიცხოს პროგრამის ბენეფიციარს ჯარიმა/პირგასამტეხლო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

) სალიზინგო პროექტის სხვა ლიზინგის გამცემის მიერ რეფინანსირების შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია, გამოიყენოს არა უმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების მომენტისათვის დადგენილი რეფინანსირების საკომისიოს მაქსიმალური განაკვეთები;

) ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია პარალელური ლიზინგების გაცემა, თუ პარალელური ლიზინგების ჯამი არ აღემატება ქვეკომპონენტში ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული ლიზინგის მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური ლიზინგის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები (შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის ქვეკომპონენტს სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისა და შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონეტს სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის გაცემული სესხებისა და ლიზინგების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000 ლარს);

) ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია გაცემული ლიზინგის რესტრუქტურიზაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იზრდება თავდაპირველად დამტკიცებულ ლიზინგზე სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი ჯამური თანხა, რომელიც გათვალისწინებული იყო პირველადი ლიზინგის პირობებით;

) ქვეკომპონენტის ფარგლებში, თანადაფინანსებული სალიზინგო ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე სააგენტო უფლებამოსილია, ჩაატაროს ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მონიტორინგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარკვევის მიზნით. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებით

სიახლეები

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104  მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4  მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4 მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთწლოვანი კულტურების...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9  მილიონი ლარის ღირებულების  9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში  187,5  მილიონი ლარის ღირებულების  11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...
კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი...
სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...

წარმატების ისტორიები