პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ქვეკომპონენტი - მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულებისა და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხები გაიცემა მერძეული ან/და მეხორცული ან/და კომბინირებული მიმართულების ან/და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის.

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს: 

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს; 
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). 

ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობა არ უნდა იყოს 20,000  ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 5,000,000  ლარს.

იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს ქვეკომპონენტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს. ამასთანავე, მიწის ნაკვეთი, რომელზეც იგეგმება მიზნობრიობის განხორციელება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თანასაკუთრების შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანამესაკუთრის (თანამესაკუთრეების) თანხმობა სესხის თანადაფინანსების ვადის  განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის თანადაფინანსების ვადაზე ნაკლები). 

ბენეფიციარი ვალდებულია:

  • მერძეული, მეხორცული და კომბინირებული მიმართულების (ჯიშების) შემთხვევაში შეიძინოს არანაკლებ 25 უშობელი (მაკე) ან იყოლიოს არანაკლებ 25 ფური. სანაშენე ფერმის შემთხვევაში შეიძინოს არანაკლებ 50 უშობელი (მაკე) ან იყოლიოს არანაკლებ 50 ფური; 
  • შეიძინოს მხოლოდ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ რეკომენდირებული ჯიშების მსხვილფეხა პირუტყვი (რომელსაც უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასპორტი), მსხვილფეხა პირუტყვის შეძენა უნდა განხორციელდეს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სანაშენე სტატუსის მქონე ფერმებიდან ან/და იმპორტის გზით;
  • სესხზე თანადაფინანსების მოქმედების პერიოდში შეინარჩუნოს სესხით შეძენილი და სესხის აღებამდე  არსებული ფურების ჯამური სულადობა (უშობელის/ფურის დაკვლის ან დაცემის შემთხვევაში ბენეფიციარმა თავად უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ჯიშებით ჩანაცვლება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში);
  • უზრუნველყოს ფერმის აშენება/რეკონსტრუქცია/აღჭურვა და შესაბამისი  მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც გულისხმობს ფერმაში საწარმოო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის საჭირო დანადგარ-მოწყობილობებით აღჭურვას, ასევე ფერმის და სხვა დამატებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელსაც დაადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • ზრუნველყოს სესხის თანადაფინანსების მოქმედების პერიოდში, მეხორცული მიმართულების შემთხვევაში - ერთ სულზე - არანაკლებ 1 ჰა საძოვრის ან/და არანაკლებ 0,5 ჰა სახნავის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებობა;
  • უზრუნველყოს ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა, მათ შორის ნაკელის უტილიზაციის სისტემის მოწყობა;
  • უზრუნველყოს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის, წარმოების ჰიგიენის და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • 50 ფურამდე ფერმის შემთხვევაში სავალდებულოა მხოლოდ ჯიშური მიკვლევადობის სისტემის დანერგვა, ამასთან 3 წლის მანძილზე ჯიშური გაუმჯობესების უზრუნველყოფა (სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე). 
  • 50  და მეტი ფურის ფერმის შემთხვევაში სავალდებულოა დანერგოს მართვის ელექტრონული სისტემა;
  • უზრუნველყოს მუნიციპალიტეტისგან რეკომენდაციის აღება ფერმის განთავსების ადგილის შესახებ, დასახლებული პუნქტისგან დაშორების გათვალისწინებით;
  • უზრუნველყოს კუთვნილი მსხვილფეხა ცხოველების დარეგისტრირება  საქართველოს ცხოველთა  იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS). 

სესხის ოდენობა ფერმის მოსაწყობად და მსხვილფეხა პირუტყვის შესაძენად, ერთ სულ მსხვილფეხა პირუტყვზე გადაანგარიშებით, ჯამურად  შეადგენს არაუმეტეს 25,000 ლარს, მათ შორის მსხვილფეხა პირუტყვის შესაძენად არაუმეტეს 8,000 ლარი (შესაბამისი ჯიშის კუროს შეძენა დასაშვებია მხოლოდ მეხორცული მიმართულების შემთხვევაში - პროპორციით 30 ფურზე/1 კურო), ხოლო  დანარჩენი მიზნობრიობებისათვის  არაუმეტეს 17,000 ლარი.

ბენეფიციარი ვალდებულია, სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხისა) თითოეული ტრანშის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს ტრანშის სრულად გახარჯვა (სესხის თანხით განხორციელებული ნებიესმიერი შესყიდვა  (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით) და სესხის მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა სესხის ან მისი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 7 თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტო შეუჩერებს ბენეფიციარს თანადაფინანსებას, ხოლო 12 თვის გასვლის შემდეგ სააგენტოს მხრიდან წყდება თანადაფინანსება. 

კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებზე სააგენტო უფლებამოსილია, განიხილოს ზემოთ განსაზღვრული ვადების ცვლილების საკითხი.

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხ(ებ)ი გაიცემა მერძეული ან/და მეხორცული  ან/და კომბინირებული მიმართულების  ან/და სანაშენე ფერმების       დაფინანსებისთვის შემდეგი მიზნობრიობებით:

  • ფერმის შენობის აშენება/რეკონსტრუქცია;
  • ფერმის აღჭურვა/ტექნიკა;
  • რეკომენდირებული მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშების შეძენა;
  • რძის წარმოება/პირველადი გადამუშავება (მხოლოდ გაციება); 
  • მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვა (50 ფური და მეტის შემთხვევაში), (არაუმეტეს 200,000 ლარი); 
  • საკვების შესანახი/წარმოების შენობა/ნაგებობა;
  • ჭაბურღილის  ან/და  შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოწყობა.
  • მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის ფუნქციონირებისათვის საჭირო შიდა ტერიტორიის  ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსება;

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების, ტექნიკისა და ჯიშების შესახებ. 

კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლებელია, იყოს ფიქსირებული ან მცურავი: 

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები: 

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს 18%-ისა 
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს 17%-ისა
600,001 ლარიდან 5000,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს 16%-ისა; 

 მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები: 

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით  არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა
600,001 ლარიდან 5000,000 ლარის ჩათვლით  არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა.

სააგენტოს მონაწილეობა: 

სააგენტოს მიერ არაუმეტეს 84 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მოხდება მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 86 თვის განმავლობაში. 

კომპონენტის მიზნობრივი არეალი: საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

სესხის გაცემის პროცედურა 

კომერციული ბანკი, წინასწარ სესხის გაცემამდე, წერილობით აცნობებს სააგენტოს შემდეგ მონაცემებს:

  • დამტკიცებული სესხის პირობები და პარამეტრები, მათ შორის:
  • ბენეფიციარის დასახელება;
  • საიდენტიფიკაცი ნომერი;
  • სესხის თანხა;
  • სესხის ვადა (თვეებში);
  • სესხის მიზნობრიობა დეტალურად;

წერილს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ახალი ფერმის აშენების შემთხვევაში - სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევით ცენტრის მიერ გაცემული ცნობა მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის პროექტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ და ასევე, რეკომენდაცია მუნიციპალიტეტიდან ფერმის განთავსების ადგილის შესახებ, დასახლებული პუნქტისგან დაშორების გათვალისწინებით.
  • არსებული ფერმის რეკონსტრუქციის შემთხვევაში - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის არსებული მდგომარების შესახებ და სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მიერ გაცემული ცნობა მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის რეკონსტრუქციის პროექტის და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობაში აღწერილი ფერმის არსებული მდგომარების კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; 
  • მსხვილფეხა პირუტყვის შეძენის შემთხვევაში სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, მსხვილფეხა პირუტყვის არსებული ფერმის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ.
  • როდესაც ბენეფიციარს ყავს მსხვილფეხა პირუტყვი და სესხის თანხით სურს მსხვილფეხა პირუტყვის დამატება - სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, საკუთრებაში არსებული იდენტიფიცირებული ფურების რაოდენობის და პროექტით დადგენილ ჯიშებთან შესაბამისობის შესახებ, ცნობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ და ვეტერინალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელი (რომელიც უნდა დასტურდებოდეს შრომითი ხელშეკრულებით და შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომით) ან შესაბამისი მომსახურების გამწევი პირი).
  • მეხორცული მიმართულების შემთხვევაში დამატებით სავალდებულოა ერთ სულზე - არანაკლებ 1 ჰა საძოვრის ან/და არანაკლებ 0,5 ჰა სახნავის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომერციული ბანკი უფლებამოსილია გასცეს დამტკიცებული სესხი მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააგენტო დაუდასტურებს პროგრამის პირობებთან შესაბამისობას.

სიახლეები

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104  მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4  მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4 მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთწლოვანი კულტურების...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9  მილიონი ლარის ღირებულების  9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში  187,5  მილიონი ლარის ღირებულების  11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...
კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი...
სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...

წარმატების ისტორიები