საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით ხორვატიასა და სერბეთში იმყოფებოდა

დელეგაციის წევრები ხორვატიისა და სერბეთის გადამხდელი სააგენტოების გამოცდილებას გაეცნენ. აღნიშნული ვიზიტი სოფლის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმის, სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ (Paying Agency)  გარდაქმნის პროცესში დაგეგმილი ერთ-ერთი აქტივობაა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ხორვატიის სოფლის მეურნეობისა სამინისტროსა და გადამხდელ სააგენტოში. დელეგაციის წევრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გადამხდელი სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა ევროკავშირში(EU) გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნების  წინასწარი დახმარების ინსტრუმენტის EU IPARD  მუშაობის სპეციფიკის  შესახებ სერბეთის გადამხდელ სააგენტოში მიიღეს ინფორმაცია. 

შეხვედრები გაიმართა ბენეფიციარებთან, რომლებმაც ფინანსური დახმარება  მიიღეს ხორვატიისა და სერბეთში  გადამხდელი სააგენტოსგან.

სერბეთში, ციფრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედ კომპანიაში  Biosence  გამართულ შეხვედრაზე, დელეგაციის წევრებს  სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის სისტემების მართვის სისტემების LPIS/IACS  მართვისა და გამოყენების შესახებ  გაუზიარეს გამოცდილება. 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,   სოფლის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.  

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით  განხორციელდა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...