სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს

ორგანული წვენების საწარმო  „Georgias Natural”   სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის 6,9 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 საგრანტო თანადაფინანსება.  საწარმოში, სადაც წელიწადში  3,000 ტონაზე  მეტი  ხილი და ბოსტნეული  გადამუშავდება, მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე მსოფლიოს 40 ქვეყანაში

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანული წვენების საწარმო  „Georgias Natural” დაათვალიერა.  

„ორგანული წვენების საწარმო  „Georgias Natural” არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი წარმატებული  ბენეფიციარი. აღნიშნულს ის ფაქტი ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო ხილისა და ბოსტნეულის პრემიუმ ხარისხის   წვენებს აწვდის ისეთ განვითარებულ ბაზრებს, როგორებიცაა იაპონია, ამერიკა, არაბული  ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები“,  - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ. 

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით,  270 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 126 მლნ ლარზე მეტი ლარით. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება  16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად...