ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 ქართულმა კომპანიებმა დამთვალიერებლებს საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 ქართულმა კომპანიებმა დამთვალიერებლებს საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს.

14-მა ქართულმა კომპანიამ გამოფენის სტუმრებს ალკოჰოლური სასმელები, კაკალი, მშრალი ხილი, ორგანული წვენები, თაფლი, სხვადასხვა სახის კონსერვი და ცხოველთა კომბინირებული საკვები გააცნო.

გამოფენის ფარგლებში, ქართული აგროპროდუქციის მწარმოებელი კომპანიების და ადგილობრივი ბიზსნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა ახალი საქმიანი ურთიერთობების შესაძლებლობების საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ საკუთარი ბრენდის ცნობადობა უცხოურ ბაზრებზე, რაც საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას უწყობს ხელს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...