საერთაშორისო გამოფენაში, „მწვანე კვირეული 2023" 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

 ბერლინში, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში, „მწვანე კვირეული 2023" 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

გამოფენა 29 იანვარს დასრულდა და დამთვალიერებელთა რაოდენობამ 400,000-ს გადააჭარბა.

საქართველოს სტენდი, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს სტენდთან სხვადასხვა ქვეყნის, მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა.

მეწარმეებმა, ღვინო და ალკოჰოლურ სასმელები, ნატურალურ წვენები, თაფლი და სხვა ქართული პროდუქცია დამთვალიერებლებს გააცნეს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...