„ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ პირობები გაუმჯობესდა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში“ ცვლილებები შევიდა. 

გაფართოვდა პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი. პროგრამა  განხორციელდება საგარეჯოს, გორის, ქარელის მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა სოფელზე და სოფელ კაჭრეთზე.   

პროგრამაში შესული ცვლილებებით, გაიზარდა ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი. პროგრამით გათვალისწინებული  ყველა მიზნობრიობის თანადაფინანსება განისაზღვრა 50%-ით,  ახალგაზრდებისათვის -  55%-ით, ხოლო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის  წევრებისთვისათვის - 60%-ით. ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანადაფინანსების ჯამური ოდენობა 30,000 ლარი შეადგენს.  

პროგრამის მიზნობრიობებს  დაემატა მცირეგაბარიტიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსება.  სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განსხვავებულია ტექნიკის სიმძლავრის მიხედვით და მერყეობს 1,000 ლარიდან 5,000 ლარის ფარგლებში. 

იმისათვის, რომ პროგრამამ მოიცვას რაც შეიძლება მეტი ბენეფიციარი,  პროგრამით მოთხოვნილი მიწის ფართობის სავალდებულო მინიმუმი 0.5 ჰა - დან 0.2 ჰა- მდე შემცირდა გარდა აგრო მეტეო სადგურისა.

პროგრამით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო  ახორციელებს, ფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის, ასევე,  მარწყვისა და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების  მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა  სახელმწიფოს სახსრებით და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის  პროექტის“ შემადგენელი ნაწილია.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...