ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნით რეგისტრაცია 3 ივნისს განახლდება

15 მაისს  გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით  პროექტში  გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, მიღებულ იქნა 5 მლნ ლარის ღირებულების 15 განაცხადი. მათ შორის  3,5 მლნ ლარის ღირებულების 10 განაცხადი შეფასდა დადებითად.

პროექტის ფარგლებში ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით განაცხადების მიღება განახლდება 3 ივნისის 12 საათიდან, დარჩენილი ბიუჯეტის 1,5 მლნ ლარის ამოწურვამდე. 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ახალი შემნახველი საწარმოების  თანადაფინანსება შეადგენს  პროექტის ჯამური ღირებულების  არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარს; თანამონაწილეობის თანხა შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც საკუთარ სახსრებს, ასევე აგროკრედიტს/ლიზინგს.

პროექტი ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს იმ შემთხვევებში, თუ შემნახველი საწარმო აშენდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, თუ საწარმოს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი შექმნის. აღნიშნულ შემთხვევებში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფომაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები  არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  შიდა ქართლის,  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონებში

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი შიდა ქართლის მხარის...