სოფლის განვითარების სააგენტოსა და „სვისქონტაქტ“ საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და „სვისქონტაქტ“ საქართველოს  წარმომადგენლობის დირექტორმა,   რიჩარდ როუზმა. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის  პროგრამაში „დანერგე მომავალი“  ჩართულობის ზრდას.

მემორანდუმი ითვალისწინებს „სვისკონტაქტ“ საქართველოს მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რეგიონული სამსახურებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლობის ხელშეწყობას, რათა გაიზარდოს პოტენციური და არსებული ბენეფიციარებისთვის გაწეული კონსულტაციების ხარისხი.

„სვისქონტაქტ“ საქართველო, ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ განვითარებას. ორგანიზაცია განახორციელებს დაგეგმილ აქტივობებს  „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების  პროეტის“ (RSMEDP) ფარგლებში. პროექტს წვლილი შეაქვს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ პროგრამაში.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...