ციფრული ექსტენციის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

შეხვედრაზე განიხილეს ექსტენციის ელექტრონული პლატფორმის განვითარების შესაძლებლობები, რათა ფერმერებისათვის მეტად ხელმისაწვდომი გახდეს დარგობრივი კონსულტაცია და აგრარულ ინფორმაციაზე  წვდომა.  

ექტენციის ელექტრონული პლატფორმა მოიცავს რამოდენიმე ციფრულ არხს, მათ შორის დისტანციური მომსახურეობის სერვისს, ელექტრონული ბიბლიოთეკასა და  სადემონსტრაციო ნაკვეთების  ერთიანი ქსელს. 

შეხვედრა  პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, კლიმატგონივრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომის ზრდა და ციფრული ექსტენციის სერვისების დანერგვა.

სამუშაო შეხვედრას  სოფლის განვითარების სააგენტოსა   და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...