სახელმწიფოს და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობას მწვანილი ექსპორტზე გააქვს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მოქმედი სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს გეგუთი 2005 მწვანილის ექსპორტს უკრაინაში, მოლდოვაში, პოლონეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ახდენს.

კომპანიაში გეგუთი 2005 წარმოების პროცესის გასაცნობად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი იმყოფებოდა.

სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს გეგუთი 2005 სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მეურნეობის შესაქმნელად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 150,000 დოლარზე მეტია. 15,000 კვმ-ზე მდებარე სასათბურე მეურნეობაში 50 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად, სათბურში მწვანილის კრეფა და სარეალიზაციოდ მომზადება მიმდინარეობს.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასათბურე მეურნეობის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით გაცემული სესხის ოდენობა 106 მლნ ლარს აღემატება, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 16 მლნ ლარს აჭარბებს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...