რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები ფრანგული ყველის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ

ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გამართული ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი, პროექტის FinExCoop საქართველო ფარგლებში, ფრანგმა ექსპერტმა, პატრიკ ანგლადემ ჩაატარა. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებული სწავლება მოიცავდა ნედლი რძის დამუშავების და ყველის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიის გაცნობას.

ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი 20-ზე მეტი კოოპერაციული საწარმოს წარმომადგენლს ჩაუტარდა.

პროექტი ფინანსები, ექსტენცია და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის (FinExCoop საქართველო) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU (NIF) პროგრამის ფარგლებში. პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ (AFD) ხდება. ოთხწლიანი პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებას მცირე მასშტაბური კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის საქართველოში.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10  კომპანია იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10 კომპანია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...