სოფლის განვითარების სააგენტო საპილოტედ, კახეთსა და შიდა ქართლში ახალ საექსტენციო პაკეტს შესთავაზებს ფერმერებს

სოფლის განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით,  ფერმერებს ახალ, თანამედროვე საექსტენციო პაკეტს შესთავაზებს, რაც გულისხმობს კლიმატური პირობების გათვალისწინებით შემუშავებული რეკომენდაციების მიწოდებას ფერმერებისთვის. 

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადრეული გაფრთხილების სისტემის პროექტის ეროვნული კოორდინატორი ქეთევან სხირელი ესწრებოდნენ. 

ახალი პროგრამის საშუალებით, საპილოტედ, ჯერ მხოლოდ, 2 რეგიონში, კახეთსა და შიდა ქართლში გავრცელებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლებისათვის იქნება ხელმისაწვდომი თანამედროვე საექსტენციო პაკეტი, რაც გულისხმობს, ამინდის გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს დაავადებების პრევენციისა და ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფისათვის.

აგრო-მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის აღჭურვილობისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის დაინერგება, GECSA-ს სისტემა, რომელიც ვებ-აპლიკაციაზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმაა აგრო-მეტეოროლოგიური სერვისებისთვის.  

პროექტის სამიზნე რეგიონებში, კახეთსა და  შიდა ქართლში ერთიან  სისტემაში ჩაერთვება  15 ახალი და  19 რეაბილიტირებული მეტეოსადგური. დარგის სპეციალისტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები გასატარებელი აგროოპერაციების შესახებ დაეგზავნება მიზნობრივი რეგიონებიდან, კახეთიდან და შიდა ქართლიდან, პროგრამის ფარგლებში შერჩეული კულტურების, კერძოდ, ვაშლის, ვაზის, ატმის, ნექტარინის, ხორბლისა და სიმინდის მწარმოებლებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის  რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის უზრუნველსაყოფად. 

GECSA-ს  სისტემას ოპერირებას გაუწევს სოფლის განვითარების სააგენტო, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან კოორდინაციაში.

ახალი საექსტენციო პაკეტი შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.    

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ქალთა ეკონომიკური  გაძლიერების მიმართულებით - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

პროგრამების შესახებ გადაცემაში "ბიზნეს პარტნიორი" სოფლის განვითარების სააგენტოს...