ქალაქ მადრიდში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ესპანეთის სამეფოში, ქ. მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction 2025 ქართული  ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო. 

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების: ,,ბლუ ბერდ ბერიზ”, „გოლდენ ფარმს”, ,,S.R.T”, ,,აგროლეინი”, ,,აგრო ველი”, ,,ჯენტრი ინვესტმენტს”, ,,ალფაინ სფაისიზ”, ,,აგრითაჩი”, ,,ხონის პლანტაციები” სტენდები. 

გამოფენის ფარგლებში ,სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ურუშაძე,  ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორ შოთა ცუკოშვილთან  და ქართულ პავილიონში წარმოდგენილ  ლურჯი მოცვის მწარმოებლებთან ერთად, მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს მარიო სტეტას  შეხვდა.  

შეხვედრაზე ქართული მოცვის სექტორის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტამ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპისა და აზიის შორის მოცვის მიწოდების ჯაჭვში.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ჭკუასელის განცხადებით, საქართველოს საელჩო აქტიურად  უწყობს ხელს ქართულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, რათა გაიზარდოს ქართული პროდუქციის  მიმართ ცნობადობა.  

საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction  მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 2,200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო  მონაწილეობა. გამოფენას  120 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა  მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13 ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4,000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა...
საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო  წარმოდგენილი

საუდის არაბეთის სამეფოში, საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi 2025 ქართული ნაციონალური პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...