საერთაშორისო გამოფენის „FRUIT LOGISTICA 2025“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

კენკრის მწარმოებელი კომპანიის  „Wonderland Farmers“ წარმომადგენლებთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი შოთა ცუკოშვილი და მოცვის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებსა და მეწარმეებს მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე, როგორც ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ქართული მოცვის წარმოებისა და ექსპორტის მზარდი დინამიკა“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა. 

საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის  შოთა ცუკოშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობა იყო ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა შემსყიდველებთან, სადაც 2025 წლის მოსავლის რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“ 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 6 მოცვის მწარმოებელია.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის  რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი სააგენტოს ქვემო...
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“  (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა  ქართლის და კახეთის რეგიონში

ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის...
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...