2023 წელს, სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობას გააგრძელებს

სახელმწიფო ბიომწარმოებელების მხარდაჭერას 2023 წელს სპეციალური შემუშავებული პროგრამის საშუალებით მოახდენს. მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მზარდია და 500,000 ლარით არის განსაზღვრული. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორგანული წარმოების მხარდაჭერა სახელმწიფო ერთ-ერთი პრიორიტეტია, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების გაზრდის საკითხი განიხილება. 

2022  წელს, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა  საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა.  პროგრამა ითვალისწინებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე  გადასვლის ხელშეწყობას, რაც  გულისხმობს ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე,   თაფლისა და ცვილის  წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის  ანაზღაურებას. 

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...