თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45,380 ფერმერმა 15.8 მლნ ლარი დახმარება უკვე მიიღო

მიმდინარე სეზონზე, 45,380  მეთხილე ფერმერს31,673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად,  15.8 მლნ ლარის ღირებულების აგროქულები დაერიცხა. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე განაღდებულია  6.2  მლნ ლარზე მეტი

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების დარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისი ქულები ეტაპობროვად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც   აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს და ბაღები რეგისტრირებული აქვს თხილის კადასტრში.  

სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ აგრობარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე:  https://myliberty.ge/?id=agro

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოქალაქეებს რუსთავში მასპინძლობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს...
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...