აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს კახელი ფერმერები გაეცნენ
კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის განახლებულპროექტს გაეცნენ.
დღეს, თელავში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსაგროდაზღვევის პროექტის ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე კახეთის რეგიონისგუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა.პროექტის მენეჯერმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესულიცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2 წელიმიმდინარეობს.
2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტისფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ისნაცვლად 50%-ს.
მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებულისაკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტიიქნება.აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრისგანვითარება და სასოფლოსამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალისეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:
გაცემულია 28,690 პოლისი
დაზღვეული ფართობის შეადგენს 23,667 ჰა
ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი
ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება
2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 12,434,000 ლარის ოდენობის ზარალისანაზღაურება მიიღეს
აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან წელსაც 10 მილიონლარს შეადგენს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდეგაგრძელდება.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდანახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიანგანვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელსშეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას,მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.