აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ელექტრონულად არის შესაძლებლი
ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათების მიღება ვებგვერდზე my.mepa.gov.ge რეგისტრაციითაა შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარი ელექტრონული ბარათით სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელს შეღავათიან ფასად მიიღებს.
მიმდინარე წლის 10 მაისიდან, აგროდიზელით ხელშეწყობისპროგრამაში ჩართვას სახელმწიფოსაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მეიჯარეებიცშეძლებენ.
პროგრამით სარგებლობენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშისაკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა. ასევე პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას, იჯარის რეგისტრაციას ან/და დაზუსტებას.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათებისგაცემა.
ნებისმიერი მოცულობის დიზელის ფასდაკლების ბარათების განაღდებაშესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში.
2020წლიდან,პროგრამის გააქტიურებიდან, დღემდე ფერმერებმა მიიღეს 33,400 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები;
პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.