ახალქალაქში ჯიშთა გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ჯიშთა გამოცდის სადგური საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ჩხეიძემ და იური ნოზაძემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს.აღნიშნული სადგური ერთ-ერთია ჯიშთა გამოცდის იმ 10 ცენტრიდან, რომლებსაც მარცვლეულის ლოგისტიკური კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს.ახალქალაქშიჯიშთა გამოცდის სადემონსტრაციო ნაკვეთი 144 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა ჯიშთა გამოცდა და თესლის გამოყვანა/წარმოება ხორციელდება. რაც შეეხება ხორბლისა და ქერის სადემონსტრაციო ნაკვეთებს, აქ ჯიშთა 3 წლიანი გამოცდა წარმატებით დასრულდა. აღნიშნული ჯიშებით, საქართველოს მასშტაბით, 1 ჰექტარზე, საშუალოდ, შესაძლებელია მინიმუმ 5 ტონა ქერის და 4 ტონა ხორბლის მოყვანა.მარცვლეულის ლოგისტიკურმა კომპანიამ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჯიშთა გამოცდა 4 წლის წინ დაიწყო და, დღეის მდგომარეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 3 000 ჰა-ის უზრუნველსაყოფად აქვს გაცემული სათესლე მასალა.აღსანიშნავია, რომ სადემონსტრაციო ნაკვეთის წყლით მომარაგება შპს საქართველოს მელიორაციის მიერ ახალქალაქის რაიონში განხორციელებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გახდა შესაძლებელი. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა ალმალოს სატუმბი სადგურის სრული აღდგენა, შედეგად წყალ უზრუნველყოფილი იქნა 1 400 ჰა-მდე სასოფლო სამეურნეო მიწა.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა.ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.