CNFA საქართველოსთან მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუის ფაორომ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი, ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ.
სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გამართვისთვის ერთიანი აგროპროექტის ბენეფიციარებისთვის დამატებით ტექნიკური მხარდაჭერა გულისხმობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბიოწარმოების ხელშეწყობას. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას. გათვალისწინებულია ტრენინგების ჩატარება და ფინანსური მხარდაჭერა მარკეტინგის მიმართულებით. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ვალდებულებას იღებს:
დააფინანსოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე ბიოწარმოების სტანდარტების დანერგვისა და ბიოსერტიფიცირების ღირებულების 50%. უზრუნველყოს საწარმოების ჩართვა შესაბამის სასწავლო პროგრამებში;
დაუფინანსოს მომსახურების ღირებულების 50% მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით სააგენტოს იმ ბენეფიციარ საწარმოებს, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქცია განკუთვნილია საცალო ვაჭრობისთვის.
100%-ით დააფინანსოს სპეციალურად საწარმოთათვის ორგანიზებული ტრენინგები. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების დანერგვისა, ბიოსერტიფიცირებისა და მარკეტინგული სერვისების მომსახურების 30%-ის გადახდას, ასევე, მოახდენს ტრენინგებში მონაწილე ბენეფიციარების კადრების მობილიზაციას და ხელს შეუწყობს ტრენინგების წარმატებით ჩატარებას.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას