ერთიანი აგროპროექტის ბენეფიციარებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით და USAID/REAP ის ხელშეწყობით "ერთიანი აგროპროექტის" ბენეფიციარებს და ზოგადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერსებულ პირებს ჩაუტარდათ ტრენინგი ზოგად მენეჯმენტში (სტრატეგიული დაგეგმარება, ოპერაციების და პროცესების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა და ა.შ.) და ფინანსურ მენეჯმენტში (ფინანსური უწყისები (ბალანსის უწყისი, მოგება ზარალის უწყისი, ფულის მოძრაობის უწყისი), მართველობითი ფინანსები, ცვლადი, ფიქსირებული და საფეხურებრივი ხარჯები, თვითღირებულების დათვლის მეთოდები და ა.შ.). ტრენინგს სხვდასხვა სასოფლო-სამეურნეო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს არა მხოლოდ პროექტების ფინანსურ თანდაფინანსებას, არამედ ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რომელიც მათ საქმიანობაში დაეხმარება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ აემაღლებინათ კვალიფიკაცია, რაც სამომავლოდ მათი საქმიანობის ეფექტურობას განაპირობებს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...