ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კახეთში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

კახეთის რეგიონში, გურჯაანის რაიონში მალხაზ ქლიბაძემ აგოპროექტ დანერგე მომავალის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ დანერგე მომავალის მენეჯერმა ლევან დოლიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, მალხაზ ქლიბაძის ბაღი მოინახულეს. მალხაზ ქლიბაძე პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 11 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 40,977 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.მიღებული დაფინანსებიდან 25,410 ლარი ნერგებზე, ხოლო 15,567 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. აგროპროექტ დანერგე მომავლის ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 398 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 1,488,103 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1,728 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 8,621,612 მილიონ ლარს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ დანერგე მომავლის განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. აგროპროექტ დანერგე მომავალის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთის რეგიონში  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის  დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

იმერეთის რეგიონში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის...
ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად...