ერთიანი აგროპროექტის საგრანტო პროგრამების ბენეფიციარებს ექსპორტისა და მარკეტინგის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ
ქალაქ ბათუმში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის საგრანტო პროგრამების ბენეფიციარებს საექსპორტო და მარკეტინგის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ. ბენეფიციარებისთვის სასწავლო კურსს სერბეთის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ივანა დულიჩ-მარკოვიჩი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ატარებს. სწავლების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ საექსპორტო პოტენციალის მქონე აგროპროდუქტების შესაძლებლობებს ნიშურ ბაზრებთან მიმართებაში; ბენეფიციარები ინფორმაციას იღებენ ევროკავშირის მოთხოვნებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, რაც სანიტარულ, ფიტოსანიტარულ და გარემოსდაცვით მოთხოვნებს გულისხმობს. აღნიშნული ტრენინგი USAID/REAP-ის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასში 20 ბენეფიციარი მონაწილეობს.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის ფარგლებში, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.