სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მორიგ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022, 20-მდე ქართულმა აგრომწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა

ქართული აგროპროდუქციის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მორიგ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022, 20-მდე ქართულმა აგრომწარმოებელმა  მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე კომპანიებმა კაკალი, თხილი, ღვინო, კენკროვანი კულტურები, ჩირი, ჩაი, ნატურალური წვენები, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი დამთვალიერებლებს წარუდგინეს.

გამოფენის ფარგლებში, ქართული კომპანიები სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ქართული აგროპროდუქტის ექსპორტის შესაძლებლობები და ახალი საქმიანი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, კომპანიებს საშუალებას აძლევს გაზარდონ საკუთარი ბრენდის ცნობადობა, მოიძიონ ახალი საქმიანი კავშირები, პარტნიორები და პოტენციური კლიენტები.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...