მცირემიწიან ფერმერთა საშემოდგომო სამუშაოები დუშეთის რაიონში
მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საშემოდგომო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დუშეთის რაიონში ხვნის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი დავით კიკნაძე, დუშეთის გამგებელი ვაჟა ჩოხელი და შპს მექანიზატორის წარმომადგენლები გაეცნენ.
მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით წელს დუშეთში 12,544 ფერმერი სარგებლობს, აქედან ხვნის ბარათი 6,922 ბენეფიციარმა მიიღო. დუშეთის რაიონში უკვე მოხნულია 1,877 ჰექტარი მიწის ფართობი, დარჩენილი 350 ჰა მიწის ფართობი 1 დეკემბრამდე დამუშავდება. ხვნის სამუშაოებს კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად შპს მექანიზატორის 12 ტრაქტორი ასრულებს.
მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში მონაწილეობას 800 ათასამდე ფერმერი იღებს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით უკვე დამუშავდა 207,995 მიწის ფართობი.
მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო, წელს პროგრამის ბოლო ეტაპია. მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი თებევრვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.