მცხეთა-მთიანეთის რეგიონში თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა გააცნეს

საქართველოს რეგიონებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ შეხვედრებს მართავენ.

მორიგი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიმართა. ადგილობრივ ფერმერებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ანტიკრიზისული გეგმა ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითრების სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ხუცაიძემ გააცნეს.

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა რგოლის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა თუ რამდენად პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ფერმერებისათვის.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა თითოეული ფერმერისთვის, მიიღოს მხარდაჭერა სახელმწიფოსგან და განავითაროს საკუთარი მეურნეობა -განაცხადა კონსტანტინე ხუცაიძემ

ანტიკრიზისული გეგმით ფერმერს შესაძლებლობა აქვს 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 850-დან 1700 ლარამდე სარგებელი მიიღოს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...