სოფლის განვითარების სააგენტოსა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (DSIK) ადგილობრივმა წარმომადგენელმა, სალომე მოისწრაფიშვილმა მოაწერეს.

გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი (DSIK), გერმანიის ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ,,რეგიონებში მცირე და მიკრო მეწარმეთა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ფინანსებთან ხელმისაწვდომობის გაზრდით“.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს საგანმანათლებლო რესურსების შემუშავებას, ადგილობრივი ექსპერტების მოწვევასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას; ფონდი ორგანიზებას გაუწევს ტრენერთა ტრენინგს სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებისთვის და ექსტენციონისტებს გადაამზადებს. 

თანამშრომლობის მიზანია, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონალური ცენტრების ჩართულობით აგრომეწარმეების მხარდაჭერა და   სამეწარმეო რისკების მართვის უნარ-ჩვევების განვითარება. ასევე, სამიზნე ჯგუფების ეკონომიკური აქტივობის დონის ამაღლება სოფლის მეურნეობის სექტორში ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ზრდის ფონზე. პროექტი მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და რეგიონებიდან მოსახლეობის გადინების ტემპის შემცირებაში. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა