ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან შეხვედრები ჩატარდა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ოთარ შამუგია ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და საწარმოების საქმიანობას გაეცნო.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რაჭის ნატურალური პროდუქტი თაფლის გადამმუშავებელი საწარმო, შპს ბლაუენშტაინის ფერმა და შპს ჯეოფლაუერის ხილისა და ჩირის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია სააგენტო აქტიურად მუშაობს ფერმერთათვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებაზე. სწორედ ამ მიზნით შევხვდით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ ფერმერებს და აგრობიზნესში ჩართულ პირებს, გავუზიარეთ ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ, გავეცანით სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში სამუშაო პროცესს. ინფორმაცია მივიღეთ ამ საწარმოების შემდგომი განვითარების პერსპექტივების და არსებული საჭიროებების შესახებ, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ფერმერთა და აგრობიზნესში ჩართული პირების მიმდინარე პროგრამებისა და დარგობრივი საკითხების შესახებ ინფორმირების გაზრდის მიზნით, 2020 წელს, შეხვედრები 300-ზე მეტ სოფელში ჩატარდება. დაგეგმილია პროფესიული ტრენინგების ჩატარებაც, რაც ასევე მოიცავს სადემონსტრაციო სწავლებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოქმედ საწარმოებში.

რეგიონში გამართულ შეხვედრებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...