სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდება

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდება.

საქართველოში ვიზიტით აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტი ტერუნუმა ჰიროში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს შეხვდება და სხვადასხვა დარგის კოოპერაციული საწარმოების საქმიანობას გაეცნობა.

ექსპერტმა ტერუნუმა ჰიროშიმ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსთან, კონსტანტინე ხუცაიძესთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შატო აკურა ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.

დღეისათვის, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობა ფართომაშტაბიანი არ არის. წარმოების მოცულობის ზრდა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, სასურველი იქნება, არსებულმა კოოპერატივებმა შექმნან ურთიერთდახმარების საქმიანი ქსელი, რომელიც მათ სირთულეების გადალახვაში, ძლიერი მხარეების გაზიარებაში და განვითარებაში დაეხმარება. ჩემი რეკომენდაციებიც სწორად ამ მიმართულებებით იქნება, - განაცხადა ტერუნუმა ჰიროშიმ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შატო აკურა კოოპერაციული საწარმო მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წელს შეიქმნა. კოოპერატივი რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს.

პროექტით ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივების შექმნა საქართველოში გათვალისწინებულია საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებებით შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შედგეს სასწავლო კურსი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები იაპონიაში გაივლიან.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა