სახელმწიფოს ხელშეწყობით 152-ე საწარმო გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანიის ნუტრიმაქსი მაღალტექნოლოგიური, კომბინირებული საკვები ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. საწარმო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური კომპანიის Trouw Nutrition სპეციალისტთა ჩართულობითა და პარტნიორობით, აწარმოე საქართველოში პროექტის ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური ოდენობა 2 000 000 აშშ დოლარზე მეტია, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში - 600 000 აშშ დოლარი, აწარმოე საქართველოში - 600 000 აშშ დოლარი, ხოლო საკუთარი წილი - 800 000 დოლარი. დღეს სახელმწიფოს ხელშეწყობით 152-ე ახალი საწარმო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აგარარული დარგის განვითარების მხარდამჭერი პროქტებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. ახალი მაღალტექნოლოგიური საკვებწარმოების კომპანია, რომელიც დღეს გაიხსნა, მეცხოველეობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რადგან საკვები ბაზა ამ დარგის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საწარმოს მფლობელებს აქვთ კარგი გამოცდილება. ნუტრიმაქსიდანერგავს ევროპულ ტექნოლოგიებს და წარმოებული პროდუქციით არამარტო საქართველოს ბაზარს დააკმაყოფილებს, არამედ კავკასიის რეგიონშიც განახორციელებს ექსპორტს, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ახალი ქარხნის მიერ წარმოებული კომბინირებული საკვები, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, უმაღლესი ხარისხის, დაბალანსებული, არაქიმიური პროდუქციაა. ქარხნის წარმადობა წლიურად 50 000 ტონა კომბინირებული საკვებია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ფერმერებისთვის რეკომენდაციების მიცემა და მათი კონსულტირება საკვების გამოყენების საკითხებში.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთის რეგიონში  გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის  დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

იმერეთის რეგიონში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის...
ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა

ბოლნისის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად...