სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ქ. პრაღაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

სიტყვით გამოსვლისას, ილია თამარაშვილმა   საქართველოში გონივრული სოფლის მეურნეობის მიდგომებსა  და ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრა. აღნიშნული მიდგომები გულისხმობს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ნაკლები დანახარჯების პირობებში, რაოდენობრივად და ხარისხობრივად უფრო მაღალი პროდუქტიულობის მიღებას. 

2012 წლიდან, სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სოფლის მეურნეობის განვითარება ტრადიციული მეთოდებით, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, სასურველ შედეგებს არ იძლევა. თანამედროვე გამოწვევების გადასალახად,  კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობასთან ერთად, გონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებაა საჭირო, რათა უფრო მეტი შედეგის მიღება გახდეს შესაძლებელი, გაიზარდოს პროდუქტიულობა, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი კუთხით, ნაკლები დანახარჯების გაწევით. შედეგად კი საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება მეტად კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, ხოლო სოფლის მეურნეობის სექტორში შეიქმნება მეტი შემოსავალი და დარგის განვითარების პროცესი იქნება მდგრადობის პრინციპებზე დაფუძნებული.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...