სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლად მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობათა გაზრდის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა მოაწერეს.

შეთანხმების მიზანია საქართველოში სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ქალთა ჩართვით მათი ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა და სპეციალური პროგრამის შემუშავება, რომელიც გამიზნული იქნება ქალთა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მომზადდეს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის (PGA) რეკომენდაციების საფუძველზე.

მხარეები შეთანხმდნენ რომ გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისთვის შემუშავდება ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც დაინერგება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში. სააგენტოს მხარდასაჭერად შემუშავდება რეკომენდაციები, რათა მან მოკლე დროში შეძლოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით სოფლის განვითარების სააგენტოში შეიქმნება გენდერის საკითხებში მრჩევლის პოზიცია, რომელიც იქნება ძირითადი საკონტაქტო პირი ორგანიზაციებს შორის და მჭიდროდ იმუშავებს სოფლის განვითარების სააგენტოს კომპეტენციის განვითარების, გენდერული თანასწორობის სტანდარტებისა და ნორმების შემუშავების კუთხით.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...