სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.
23 ოქტომბრის მონაცემებით:
- სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 167,000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 29.2 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 22.7 მლნ ლარზე მეტი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
- აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 122,500-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად, 4.5 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.
- აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში2020 წლის 15 ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ ლარს აღემატება.
- მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან დამტკიცებულია 255 განაცხადი, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 12,4 მლნ ლარი.
- შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2547 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 48 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 3.9 მლნ ლარს აჭარბებს.
- აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაშიჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო
სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.