თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ ISO სერთიფიკატი მიიღო

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს ელენე და კომპანია 2015 შეიქმნა 2016 წელს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ფინანასური დახმარების პროგრამის ხელშეწყობით. კომპანია ყიდულობს თხილს 3000-მდე ადგილობრივი ფერმერისგან, ყავს დასაქმებული 60 ადამიანი და წლიურად გადაამუშავებს 1500-2000 ტონა თხილს, ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. 2017 წლის დეკემბერში, ბრიტანულმა კომპანიამ Lloyds Register Quality Assurance შპს ელენე და კომპანია 2015 -ს მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი. ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% - USAID/REAP, 30% - სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას. მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს ელენე და კომპანია 2015 შეძლებს დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან. USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 17 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა